გიორგი ბუტიკაშვილი - ლანდსბერგისთან შეხვედრაზე მთავარი თემა იყო სანქციები და ბალტიის ქვეყნების როლი ამ მიმართულებით

მთავარი თემა იყო სანქციები და ბალტიის ქვეყნების როლი ამ მიმართულებით, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, რომლის ნაწილი საქართველოც უნდა იყოს.

„ბალტიის ქვეყნები ყოველთვის სანქციების მედროშეები არიან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ ბალტიის ქვეყნებს შეუძლიათ ჩვენი დახმარება, კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის პოლონეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან. ვინაიდან, მათი სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, ყურადღება გავამახვილეთ, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა არ უნდა დასრულდეს უკრაინაში და საქართველოც ამის ნაწილი უნდა გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ ევროპას უნდა ვახსოვდეთ, თუმცა, ამისთვის ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ აღარ ვჩანვართ იმ პრობლემების ფონზე, რაც ევროპას დღეს დაუდგა ამერიკის პოლიტიკიდან გამომდინარე, ამიტომ ჩვენი პოლიტიკა უნდა გავააქტიუროთ, მეტი კომუნიკაცია გვჭირდება დასავლეთთან“, - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია