ლევან ცუცქირიძე - არცერთი დღე არ შეგვისუსტებია კოორდინაცია და კონსულტაციები „ძლიერი საქართველოს“ პარტნიორებთან და სხვებთან - აუცილებელია მჭიდრო კოორდინაცია და უფრო ეფექტური მოქმედება

ჩვენ ახლა დამოუკიდებლები ვართ, ეს ასე იყო გადაწყვეტილი თავიდანვე და ცნობილი იყო პარტნიორებისთვის, ამაში მოულოდნელი და დაუგეგმავი არაფერი ყოფილა, - ამის შესახებ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ლევან ცუცქირიძის თქმით, „ძლიერი საქართველო“ წინასაარჩევნო კოალიცია იყო და თავიდანვე ცნობილი იყო, რომ „თავისუფლების მოედანი“ დამოუკიდებელ პარტიად ჩამოყალიბდებოდა.

„როდესაც ჩვენ გასული წლის ივნისში გამოვაცხადეთ „თავისუფლების მოედნის“ შექმნის შესახებ, მაშინვე ნათელი იყო, რომ ეს იქნებოდა დამოუკიდებელი და თვითმყოფადი პარტია. შემდეგ ჩვენ ვიყავით საარჩევნო კოალიციაში, ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავით, ამაყი ვარ წვლილით, რაც შევიტანეთ „ქართული ოცნების“ არჩევნებში დამარცხებაში, თუმცა ჩვენი ამოცანა ყოველთვის იყო, რომ შეგვექმნა ახალი, ძლიერი, თვითმყოფადი და დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან ცუცქირიძის განმარტებით, კოალიციის დატოვების მიუხედავად ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინაციისა და კონსულტაციების მომხრეა.

„ჩვენ არცერთი დღე არ შეგვისუსტებია ჩვენი კოორდინაცია და კონსულტაციები, როგორც „ძლიერი საქართველოს“ პარტნიორებთან, ასევე სხვებთან. მე ვიყავი ერთ-ერთი ინიციატორი, რომ შექმნილიყო ერთობლივი საკოორდინაციო ფორმატი როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე სამოქალაქო ჯგუფების. კოორდინაციას, კონსულტაციას და ერთიანი ფრონტით გამოსვლას საერთო მიზნების მისაღწევად ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ და წინასაარჩევნოდაც სწორედ ამიტომ შევედით კოალიციაში.

ვიქნებით კოორდინაციაში, ვართ და მომავალშიც თუ იქნება კოორდინირებულად საქმის კეთების საშუალება და საჭიროება, ამას ყოველთვის გავაკეთებთ. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ „თავისუფლების მოედანს“ ჰქონდეს თავისი იდენტობა და გაძლიერდეს. ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, აუცილებელია მჭიდრო კოორდინაცია და უფრო ეფექტური მოქმედება“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს