CNN - აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა გადაწყვეტილება USAID-ის გაუქმების შესახებ

ილონ მასკმა, როგორც ჩანს, გადააჭარბა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის საქმიანობით. ამის შესახებ განაცხადა ფედერალურმა მოსამართლემ, როდესაც მან განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა USAID-ის გაუქმება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სასამართლომ დაადგინა, რომ ქმედებები USAID-ის დახურვის შესახებ, სავარაუდოდ, არღვევს შეერთებული შტატების კონსტიტუციას.

სასამართლოს თანახმად, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს არ შეუძლია შეწყვიტოს USAID-ს კონტრაქტები ან გრანტები, გაათავისუფლოს ან დატოვოს შვებულებაში თანამშრომლები.

როგორც ამერიკული მედია წერს, თეთრმა სახლმა გააკრიტიკა მოსამართლე გადაწყვეტილების თაობაზე.

„თაღლითი მოსამართლეები არღვევენ ამერიკელი ხალხის ნებას, რომ შეაჩერონ პრეზიდენტი ტრამპი მისი დღის წესრიგის შესრულებაში“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ და დასძინა: „თუ ამ მოსამართლეებს სურთ საკუთარი პარტიული იდეოლოგიური ძალაუფლება ხელისუფლებაში, თავად უნდა იყარონ კენჭი".

კელიმ დასძინა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გასაჩივრებას გეგმავს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება