დონალდ ტრამპი - კანადა ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს

კანადა ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„კანადა შეიარაღებული ძალებისთვის თანხას არ იხდის. ჩვენ საერთოდ არაფერს გვაძლევენ. მოლაპარაკებებისთვის ყველაზე ცუდი ხალხი არიან, თაღლითობენ. ჩვენი 51-ე შტატი უნდა იყოს, რადგან კანადის სუბსიდირებას წელიწადში 200 მილიარდი დოლარით ვახდენთ. მათი ავტომობილები, ხე-ტყე და ენერგორესურსები არ გვჭირდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ გაიმარჯვებს კანადის საყოველთაო არჩევნებში.

„ვფიქრობ, „ლიბერალებთან“ საქმის დაჭერა უფრო ადვილია და შესაძლოა, გაიმარჯვონ, მაგრამ არ მაინტერესებს. ჩემთვის მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, კანადაში საყოველთაო არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს