სახალხო დამცველმა შრომით ურთიერთობაში მიმდინარე დავა მორიგებით დაასრულა

2025 წლის 24 თებერვალს, მხარეთა მორიგებით დასრულდა სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე კიდევ ერთი საქმე - სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა, სახალხო დამცველმა მხარეთა შორის დავა მორიგებით მესამედ დაასრულა.

„სახალხო დამცველი მოხარულია, რომ მხარეებმა შეძლეს კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება და შეასრულეს მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები.

სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული მექანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილება სწორედ ზეპირი მოსმენის ჩატარება და დავის მორიგებით დასრულებაა, რაც ორივე მხარისთვის მისაღებ მეთოდს წარმოადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა, სახალხო დამცველმა მხარეთა შორის დავა მორიგებით მესამედ დაასრულა.

სახალხო დამცველი სამომავლოდაც ეცდება სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებზე, კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს