თენგიზ შარმანაშვილი - ოპოზიციამ ცოტა აიშვა - საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ერთმანეთსაც კი არ აძლევენ და უბრუნდებიან იმ რეჟიმს, როდესაც ერთმანეთს უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ

ოპოზიციამ ცოტა აიშვა - საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ერთმანეთსაც კი არ აძლევენ და უბრუნდებიან იმ რეჟიმს, როდესაც ერთმანეთს უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ოპოზიციის წარმომადგენლები მიიღებენ საბოლოო დირექტივას, რომ ისევ ერთად იყვნენ, ერთმანეთის კრიტიკას დაივიწყებენ და „საერთო გათამაშებას დაიწყებენ“.

"ცოტა აიშვა ოპოზიციამ. ვინაიდან, მათი ხელმძღვანელებისგან და მათი პატრონებისგან საბოლოო გადაწყვეტილება არ მოსულა, რადგან მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების თაობაზე თვითონაც დაბნეულები არიან იქ, მათ დაიწყეს დამოუკიდებლად რაღაც საკითხების გადაწყვეტა და კარგად დაინახა მთელმა საქართველომ, რა ერთიანები, პრინციპულები და პროევროპელები არიან ისინი. ე.ი. საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ერთმანეთსაც კი არ აძლევენ და უბრუნდებიან იმ რეჟიმს, როდესაც უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. ჩვენ ამას ვვარაუდობდით და ვამბობდით კიდეც, რომ ესენი ცოტა ხანში, დაუბრუნდებიან იმ რეჟიმს, როგორც კი ის ხელი მოაკლდებოდათ ან მოდუნდებოდა, რომლითაც ისინი იმართებიან. რა თქმა უნდა, ისინი თუ მიიღებენ საბოლოო დირექტივას, რომ ისევ ერთად იყვნენ, ამ ყველაფერს, რასაც ვუყურებთ, დაივიწყებენ; ერთმანეთის კრიტიკასაც დაივიწყებენ და რაღაცა საერთო გათამაშებას დაიწყებენ. თუ არ მიუვათ [დირექტივა] ასევე გააგრძელებენ. ეს არის ურთიერთგამომრიცხავი ადამიანების ერთობა, რომლებიც წარმოადგენენ უცხოური გავლენის აგენტებს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს