დავით მათიკაშვილი - ხაბეიშვილი ჰაერში რომ იქნევს მუშტებს, ეს გასაგებია - მან საკუთარი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგს რაც არ უნდა დაარქვას - თავდასხმა თუ თავდაცვა, ნულოვან რეიტინგს მაინც ვერ გაცდება

ხაბეიშვილი ჰაერში რომ იქნევს მუშტებს, ეს გასაგებია - რას ნიშნავს საერთოდ „თავდასხმა", კარგად გაიაზროს ყველამ, როგორც გამოთქმაში, ასევე ქცევაში, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მათი „ტაქტიკა და პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან“.

მისი თქმით, ხაბეიშვილმა საკუთარი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგს რაც არ უნდა დაარქვას - თავდასხმა თუ თავდაცვა, ნულოვან რეიტინგს მაინც ვერ გაცდება.

„ხაბეიშვილი ჰაერში რომ იქნევს მუშტებს ეს გასაგებია. მათი თავდაცვა იქნება თუ თავდასხმა, რაც არ უნდა დაარქვას საკუთარი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგს, ის ვერ გაცდება იმ ნულოვან რეიტინგს რაც არის საზოგადოების მხრიდან გაცხადებული მათთვის. ის ასევე, ვერ გაცდება დავალებას, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", იგივე „კოლექტიური ნაცმოძი“ მიიღებს მათი დავალებების მიმცემებისგან. ასე რომ, სიტყვების თამაში - თავდასხმა იქნება თუ თავდაცვა, ეს ყველაფერი არის მცდელობა, საზოგადოების თვალში გაიმართლონ თავი და საკუთარი წარუმატებლობა დააბრალონ იმ გეგმის არასწორ წარმართვას, თითქოს, მათ თავდაცვით არაფერი გამოუვიდათ და ახლა თავდასხმით რამეს შეძლებენ. ან რას ნიშნავს საერთოდ „თავდასხმა“, ეს კარგად გაიაზროს ყველამ, როგორც გამოთქმაში, ასევე ქცევაში. საბოლოოდ მაინც ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ისევ იქამდე მივდივართ, რომ საზოგადოება აძლევს ნებისმიერ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალას ლეგიტიმაციას და ამ შემთხვევაში მათ აქვთ სრული კრახი ჩვენი საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში