პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებს მთელი რიგი შეზღუდვები უწესდება, მეორე მოსმენით მიიღო

83 - მომხრე, 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა კენჭისყრის ამ შედეგით, მეორე მოსმენით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლის საფუძველზეც, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებს მთელი რიგი შეზღუდვები უწესდება.

19 მარტის სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს პროექტი, რომლის მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და შემდგომში დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ ისინი:

. ახალი ამბების გაშუქების დროს “სამართლიანობისა“ და “მიუკერძოებლობის“ პრინციპებს არ დაიცავენ.

. თუ ახალ ამბებში საკითხის გაშუქების დროს არ დაიცავენ ბალანსს;

. თუ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ეთერში გაშვების მიზნით ჩაწერენ ინტერვიუს ან სატელეფონო საუბარს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ვარაუდი, რომ ღიად ჩაწერა ვერ მოხერხდებოდა);

. თუ პირდაპირ ეთერში შესული ზარები სამართლიანობის პრინციპით არ შეირჩევა (ერთი შეხედულების გამოხატვა დაუშვებელი იქნება);

. თუ სასწავლო დაწესებულებაში, საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, პოლიციის განყოფილებაში ან სასწრაფო დახმარების მანქანაში მასალის გადაღების დროს არ ექნებათ წინასწარი თანხმობა როგორც უფლებამოსილი პირის, ისე იმ ადამიანების, რომლებსაც იღებენ;

. თუ პროგრამაში აქტუალურ საკითხზე მხოლოდ ერთი სტუმარი იქნება მიწვეული და ამას გამოიყენებენ იმ პირზე თავდასხმისთვის, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს.

კანონპროექტი მეორე მოსმენის ფარგლებში დაკორექტირდა და განისაზღვრა, რომ იგივე წესები მაუწყებლების სოციალურ გვერდებსა და ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონით, თუ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაადგენს, რომ მაუწყებელმა ეთიკური სტანდარტი დაარღვია, ის მას გააფრთხილებს და დარღვევების აღმოსაფხვრელად ვადას მისცემს. თუ მაუწყებელი კომისიის მითითებას არ შეასრულებს, მას ფინანსურად დააჯარიმებენ.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები “ქართული ოცნების“ და “ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ