Reuters - სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ თურქეთში საპროტესტო აქციები გაიმართა - სტუდენტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

სტამბოლის მერის დაკავების შემდეგ თურქეთში საპროტესტო აქციები გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავება დემონსტრანტებმა პოლიციის შტაბ-ბინასთან გააპროტესტეს. პოლიციამ შტაბ-ბინასთან მისასვლელი გზები გადაკეტა.

ასევე, საპროტესტო აქცია გამართეს სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც და უნივერსიტეტის მიერ იმამოღლუს დიპლომის ბათილად ცნობა გააპროტესტეს. უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეგახსენებთ, სტამბოლის მერი და თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრი, ექრემ იმამოღლუ პოლიციამ დღეს კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს