სალომე ზურაბიშვილი - კოორდინაციის ფარგლებში, იგზავნება ერთობლივი წერილი ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც ევროპული საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობენ - არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან კოორდინაციის ფარგლებში ერთობლივი წერილი გაიგზავნა ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც ხვალ ევროპული საბჭოს შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, წერილის მოთხოვნაა, რომ ევროპულ საბჭოზე განიხილონ საქართველოს საკითხიც.

„კოორდინაციის ფარგლებში, ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით, ყველა ევროპელ ლიდერთან, რომელიც მიღებს მონაწილეობას ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, რომლის დღის წესრიგი მოიცავს ამ მომენტისთვის ძირითადად უკრაინას, თავდაცვის ახალ პროექტებს და დაფინანსებას, სადაც არ წერია საქართველო, როგორც დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა. სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ რაც არ უნდა იყოს სხვა პრიორიტეტები, ჩვენთვისაც გასაგებია, რომ სხვა პრიორიტეტები არ ითმენს, ნამდვილად უნდა იყოს, როგორც პრიორიტეტი ისე აღქმული, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება, რომ გარკვეული ყურადღება არ იყოს იმის მიმართ, რაც დღეს საქართველოში ხდება, რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაფართოება და ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული, როგორც ცალკე ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ნაწილი კრიზისის, რომელიც დღეს ევროპას მოიცავს და რომელმაც უკრაინაში სამხედრო ფორმა მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა და ჰიბრიდული ფორმა მიიღო.

ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, არ შეიძლება საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ. „ქართული ოცნება“ აპირებს შავ ზღვაზე შემოიყვანოს ჩინეთი ანაკლიის პორტში, ასევე, რუსეთი აპირებს, რომ ოჩამჩირის პორტი გახსნას. ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არა, საქართველო არის შავი ზღვის უსაფრთხოებაში და უნდა იყოს განხილული.

წერილში არის მოთხოვნა, რომ მომავალი ევროპული საბჭოს, რომელიც ივნისის თვეში ჩატარდება, დღის წესრიგში უშუალოდ იყოს ჩაწერილი საქართველოს საკითხი, მანამდე მზადყოფნა იმისა, რომ მეც და კოორდინირებული პოლიტიკური პარტიები ჩავიდეთ და დავესწროთ ევროპული პარლამენტის სესიას და წარვადგინოთ საკითხები, რომელიც დღეს ისმება საქართველოში და განხილული უნდა იყოს ევროპელი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა