გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რჩევას მივცემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, დაიწყონ კამპანია და ხალხისთვის ახსნა, თუ რა მოხდება - არ დაელოდოთ ახალ არჩევნებს, თუ მესიჯი და კარგი განმარტება არ გაქვს, ვინ იცის, ხალხი რას აირჩევს

რჩევას მივცემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, დაიწყონ კამპანია და ხალხისთვის ახსნა, თუ რა მოხდება, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ნათლად უნდა აუხსნას ევროპის და თავისუფლების კონცეფცია არა მხოლოდ მათ, რომლებიც ცხოვრობენ თბილისსა და დიდ ქალაქებში, ან ახალ ამბებს ისმენენ, არამედ ყველას, ვინც საკუთარი შვილების მომავალზე ფიქრობს.

ევროპელმა პოლიტიკოსმა მაგალითად ბელარუსი დაასახელა და განაცხადა, რომ ქვეყანა ლუკაშენკომ გადარჩენისთვის რუსეთს მიჰყიდა, ახლა კი იქ არაფერია „ეკონომიკური ტრამალის“ გარდა.

“წარმოდგენა მაქვს წინ მიმავალ გზაზე და რჩევას მივცემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომ დაიწყონ კამპანია და ძალიან პირაპირ დაიწყონ ხალხისთვის ახსნა, თუ რა მოხდება. ეს ძალიან რთული ამოცანაა…

ზოგიერთი ადამიანისთვის ეს თავისუფლების შესახებაა, ზოგიერთი ადამიანისთვის ეს დასავლეთის შესახებაა და ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ფულის შესახებაა. ჩვენთვის ეს უფრო მარტივი იყო, ვინაიდან, ან ფული გაქვს ევროპაში ან ღარიბი რჩები ევროპის გარეშე…

ახლა ეს უფრო რთულია, ვინაიდან, თუ ამბობ, რომ თუ გაწევრიანდები, ევროპა 10 მილიარდ ევროს მოიტანს, გიპასუხებენ: “ნუ კი, ეს რეალურად ფულის შესახებაა? არა? არ ვიცით, იქნებ ჩვენი საკუთარი გვაქვს, იქნებ ჩინეთის სესხები შეგვიძლია”. განსხვავებული მსოფლიოა. ეს ნიშნავს, რომ უნდა ახსნა, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია, რომელშიც შენ თუ არა, შენი შვილები წააგებენ.

ნახეთ, როგორ გამოიყურება ბელარუსის მსგავსი ქვეყანა. ეს თავისუფლების გარეშე ქვეყანაა, ეს ქვეყანაა, რომელიც რუსებისთვისაა მიყიდული. ლუკაშენკომ გადარჩენისთვის ქვეყანა გაყიდა და ნახეთ, როგორ გამოიყურება ახლა ის - არაფერი რჩება იქ ეკონომიკური ტრამალის გარდა.

ქართველი პოლიტიკოსი არ ვარ, არ ვიცი რა ტერმინებს იყენებთ, როგორ საუბრობთ, მაგრამ ეს ხალხს უნდა აუხსნათ. არა მხოლოდ თბილისში, დიდ ქალაქებში მცხოვრებ ხალხს, რომელიც პროტესტებზე დადის, რომლებიც ახალ ამბებს კითხულობენ, რომლებსაც ესმით თავისუფლებისა და არათავისუფლების კონცეფცია არამედ ადამიანსაც, რომელიც თავისი შვილების მომავალზე შეიძლება ფიქრობდეს, რომ “ამით თამაშობენ, ეს მოგპარეს - არა მხოლოდ ერთი არჩევნები, არამედ მომავალი”.

გთავაზოთ, გირჩევთ - არ დაელოდოთ ახალ არჩევნებს. ვინ იცის, იქნებ ისიც მოპარული იქნება. და თუ მესიჯი, კარგი განმარტება არ გაქვს, ვინ იცის ხალხი რას აირჩევს”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია