გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სანქციებში პოლიტიკური სიმბოლიზმი არის, მაგრამ სიმბოლიზმი მუშაობს - თუ არ განაღვლებს, რატომ საუბრობ? რატომ შემოდიხარ ჩემს Twitter-ზე და მეუბნები: „არ მაინტერესებ“ - გაოცებული ვარ რეაქციით

სანქციებში პოლიტიკური სიმბოლიზმი არის, მოგვიანებით, სხვადასხვა მოცულობით, გერმანიაც კი შემოგვიერთდა, ეს ნიშნავს, რომ სიმბოლიზმი მუშაობს, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თბილისში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კერძოდ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ლანდსბერგისს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებების შესახებ ჰკითხა, რომლებიც ამბობენ, რომ ბალტიის ქვეყნების მიერ მათ წინააღმდეგ შემოღებული სანქციები “არაფერს ნიშნავს”.

ლანდსბერგისის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების რეაქციით გაოცებულია.

“პოლიტიკური სიმბოლიზმი არის ამაში. აშკარად, ამას არასდროს უარვყოფდი. პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც ამის [სანქციების დაწესების] შემოთავაზებით გამოვედით, ესტონეთთან და ლატვიასთან ერთად. დაუყონებლივ გამოვაცხადე, რომ ამაში პოლიტიკური სიმბოლიზმი არის - რათა ვაჩვენოთ, რომ ეს შესაძლებელია.

თუ 27 წევრ ქვეყანას შორის არ შეგვიძლია შეთანხმება, ყველაზე პატარა ქვეყანასაც შეუძლია მეტის გაკეთება, ვიდრე 60-მილიონიან, 40-მილიონიან ქვეყანას. ანუ, თუ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, იქნება ამაში მათთვისაც საკმარისი არგუმენტები არის, რომ მოგვბაძონ. და მოგვბაძეს. მოგვიანებით, სხვადასხვა მოცულობით, გერმანიაც კი შემოგვიერთდა. ანუ ეს ნიშნავს, რომ სიმბოლიზმი მუშაობს.

ჩვენ რუსთაველის დემონსტრანტები ვართ ევროპაში. შეიძლება არაფერი შევცვალოთ, მაგრამ დროშას ვიღებთ, ქუჩაში მივდივართ და სამართლიანობას მოვითხოვთ. და ვიღებთ რაღაც სამართლიანობას, შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ ნაწილს. ამას თუ არ გავაკეთებთ, მაშინ არაფერი არ იქნება.

ძალიან გაოცებული ვარ რეაქციით. ეს აჩვენებს - დიქტატორები ძალიან მყიფეები არიან, თავიანთ ეგოებში, თავიანთ შუშის სახლებში, იმდენად მყიფეები არიან. ვინაიდან, რომ არ იყვნენ [მყიფეები], რეაქცია არ ექნებოდათ. თუ არ განაღვლებს - რატომ საუბრობ ამაზე? რატომ მოდიხარ ჩემს Twitter-ზე და მეუბნები “არ მაინტერესებ”. თუ არ განაღვლებს - არ განაღვლებს. თუ მოდიხარ, თუ კომენტარს აკეთებ, თუ რაღაცას ამბობ პატარა რაღაცაზე - ანუ განაღვლებს, ანუ მყიფე ხარ და ღელავ, ანუ ჩემი სამუშაო უნდა გავაგრძელო”, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია