IDFI-ის იურისტი - ლამაზად ჟღერს სიტყვები: ბალანსი, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, მაგრამ კანონპროექტს მსგავსი მიზანი არ გააჩნია, მის უკან იმალება მიზანი, სელექციური აღსრულებით დაემუქრონ და მოგუდონ მედია

ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სამართლიანობა, ბალანსი და ა.შ., მსგავსი მიზანი „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს არ გააჩნია, ეს არის ცარიელი სიტყვები, რომლის უკან იმალება მიზანი იმისა, რომ სელექციური აღსრულებით დაემუქრონ და მოგუდონ მედია, - ამის შესახებ IDFI-ის იურისტმა, გიორგი დავითურმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, კანონპროექტის ძირითადი რისკი არის შერჩევითი აღსრულება და მაუწყებლების მხრიდან შიში, რომ კანონის აღსრულება სელექციურად მოხდება.

„მაუწყებლობის შესახებ" კანონის მთავარი და ძირითად რისკი არის, შერჩევითი აღსრულება, ამას რაც შეიძლება მოჰყვეს, პირველ რიგში, არის მუქარა. მეორე საფრთხე არის ის, რომ ვინმეს შეეშინდეს. მაგალითად „პალიტრას“ შეეშინდეს რაღაცის და ეს არის ის, რომ აღსრულება მოხდება სელექციურად. მაგალითად, „ტვ იმედთან“ დაკავშირებით არ აღსრულდება, მაგრამ „პალიტრასთან“ მიმართებით სანიმუშოდ ეცდებიან ყველაფერზე გამოეკიდონ.

რაც შეეხება შინაარსს, სიტყვები ლამაზად ჟღერს: ბალანსი, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, მაგრამ, სიტყვების აღსრულება მოუწევს პარტიას ან პარტიასთან აფილირებულ ინდივიდებსა და ინსტიტუტებს - მსგავსი სელექციური აღსრულებით დაემუქროს ტელევიზიებს.

როგორ უნდა დაიცვათ ბალანსი ზარებს შორის? პირობითად, თქვენ ხომ არ დაიქირავებთ ვინმეს „ქართული ოცნების“ მხარეს და მას ხომ არ დაარეკვინებთ? ან ტელეეთერში, იცით რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ ბევრ დამოუკიდებელ მედიას, როგორც წესი არ დადიან იმ მედიაში, რომელიც მათ ეფექტურ კონტროლს არ ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ბალანსი თუ გვინდა და დაბალანსებული სიუჟეტი აკეთოს მედიამ, მას ამის საშუალება უნდა მიეცეს. ამის ცხადი სიგნალი იქნება ის, რომ პოლიტიკური ბოიკოტი შეწყდეს.

ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სამართლიანობა, ბალანსი და ა.შ. მსგავსი მიზანი ამ კანონპროექტს არ გააჩნია, ეს არის ცარიელი სიტყვები, რომლის უკან იმალება მიზანი იმისა, რომ სელექციური აღსრულებით დაემუქრონ და მოგუდონ მედია“,- აღნიშნა იურისტმა.

მისივე თქმით, საბოლოოდ, ობიექტურ ტელევიზიებს მოუწევთ გარკვეული სიფრთხილის ზომების მიღება, რაც გაზრდის მათ ბუღალტრულ დატვირთვას.

„თუ ეს კანონი აღსრულდა, პირველ რიგში, ვინც დაიხურება იქნება ისევ პარტიულ კონტროლს დაქვემდებარებული ტელევიზიები. არ მგონია პროპაგანდაში ვინმე სჯობდეს მათ და მათზე მეტი რესურსი ჰქონდეს ვინმეს. ამიტომ, სავარაუდოდ, ასე არ მოხდება აღსრულება.

საბოლოოდ, ობიექტურ ტელევიზიებს მოუწევთ გარკვეული სიფრთხილის ზომების მიღება, რაც გაზრდის მათ ბუღალტრულ დატვირთვას. მაგალითად, ბოლო 2-3 წელი არც გიცდიათ ირაკლი კობახიძესთან დარეკვა, რადგან აზრი არ აქვს, არ მოდის, თქვენ ფორმალურად მოგიწევთ ზარის განხორციელება, რომ დაბალანსებაზე ვინმე არ მოვიდეს და გითხრათ, რატომ არ სცადეთ სხვისი მოწვევა“,- განაცხადა იურისტმა.

მისივე თქმით, „კომუნიკაციების კომისიას, რომელსაც დაევალა კანონის აღსრულება, თვითონვე მოუწევს მომზადება.

„კომუნიკაციების კომისიას დაავალეს ამის აღსრულება. კომუნიკაციების კომისიას არასდროს უმუშავია ამ რეჟიმში. ამ ცვლილებების აღსასრულებლად კომუნიკაციების კომისიას თვითონვე მოუწევს მომზადება. ფაქტობრივად, მათ უწყვეტ რეჟიმში უნდა აკეთონ მედია მონიტორინგი. ეს მოსთხოვეს მას. არაფერს ვამბობ, უსაფუძვლო საჩივრებზე რომელიც შეიძლება შევიდეს. ამის აღსრულებას დასჭირდება მომზადება.

ეს ჩემთვის უფრო მუქარას ჰგავს, ვიდრე ამ ცვლილებებით მედიის მოკვლას აპირებენ. თვით ცენზურისთვის უფრო არის, რომ ჟურნალისტი 3-4 ჯერ დაფიქრდეს რა უნდა თქვას“,- განაცხადა გიორგი დავითურმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე