ანა დოლიძე სენატორ ქრაქის ტექნოლოგიური დიპლომატიის ინსტიტუტის (The Krach Institute for Tech Diplomacy) მრჩეველთა საბჭოს გამგეობაში აირჩიეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანა დოლიძე სენატორ ქრაქის ტექნოლოგიური დიპლომატიის ინსტიტუტის (The Krach Institute for Tech Diplomacy) მრჩეველთა საბჭოს გამგეობაში აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ანა დოლიძე თავად ავრცელებს.

„მეგობრებო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამირჩიეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტექნოლოგიური დიპლომატიის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოში. მომდევნო თვეებში საზღვარგარეთ გავმართავ შეხვედრებს საბჭოს წევრებთან, რათა გავიზიარო ის გამოცდილება, რაც შეიძლება ჰქონდეს განვითარებულ ქვეყნებს ამ მიმართულებით,“ - წერს ანა დოლიძე.

როგორც დოლიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სენატორ ქრაქის ტექნოლოგიური დიპლომატიის ინსტიტუტი ტექნოლოგიურ გამოცდილებას, სილიკონ ველის სტრატეგიებს და საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტებს აერთიანებს.

„მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს მრავალფეროვან გლობალურ საზოგადოებას, რომელშიც სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ყოფილი წევრები, მათ შორის, ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ბიზნესისა თუ აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლები შედიან. საბჭოს წევრები ერთად უზრუნველყოფენ ექსპერტიზას, სტრატეგიული მიმართულებების განვითარებას და ადვოკატირებას“, - წერს ანა დოლიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე