ირაკლი ქადაგიშვილი - შეთავაზება გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ გვქონდეს კონკრეტული დღის წესრიგი, რა დროში რა მიზანი უნდა იქნას მიღწეული - გვაქვს მოლოდინი, რომ დავუბრუნდებით სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს

გვაქვს მყარი მოლოდინი, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა არა მარტო დაუბრუნდება სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს, არამედ ეს ჩარჩო იქნება კონკრეტული დღის წესრიგით გამდიდრებული - სწორედ ეს შეთავაზება გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ გვქონდეს კონკრეტული დღის წესრიგი, რა დროში რა მიზანი უნდა იქნას მიღწეული, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატი ფიქრობს, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნება აღქმული ყველა მხრიდან და „ამას წინ არაფერი დაუდგება".

„თქვენ იცით, ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისათვის. იმ ნეგატიურ ფონს, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს იყო შექმნილი, თავისი კონკრეტული მიზეზი ჰქონდა. დღეს ეს კონკრეტული მიზეზები მოხსნილია. ახალი ადმინისტრაცია ბევრ საკითხში, როგორც იდეოლოგიური კუთხით, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, იდენტურ პოზიციებს გამოხატავს, ამიტომ ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი იმისა, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა არა მარტო დაუბრუნდება სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს, არამედ ეს ჩარჩო იქნება კონკრეტული დღის წესრიგით გამდიდრებული. ჩვენ სწორედ ეს შეთავაზება გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ გვქონდეს კონკრეტული დღის წესრიგი, რა დროში რა მიზანი უნდა იქნას მიღწეული. ვფიქრობ, ეს დღეს უფრო რეალურია. ვფიქრობ, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნება აღქმული ყველა მხრიდან და ამას წინ არაფერი დაუდგება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე