კახა კალაძე ოპოზიციაზე - გაერთიანებული იქნებიან თუ დაშლილები, მნიშვნელობა არ აქვს - ესმით, რომ განწირული არიან მარცხისთვის და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ უნდათ

გაერთიანებული იქნებიან თუ ცალ-ცალკე, დაშლილები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - მათ ძალიან კარგად ესმით, რომ განწირული არიან მარცხისთვის და არ უნდათ უბრალოდ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან.

„გაერთიანებული იქნებიან თუ ცალ-ცალკე დაშლილები, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. დააკვირდით მათ დამოკიდებულებას. ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდე რაღაცას მოიგონებენ, მესამე დღეს გადათქვამენ. ეს არის რეალურად რადიკალური დაჯგუფება, რომელიც იმართება გარედან, რომელთან ჰყავთ თავიანთი პატრონი. არ იფიქროთ, ისინი რაიმე ქვეყნის ინტერესს, ან სამშობლოს ემსახურებოდნენ, მათ აქვთ თავიანთი დავალება. იმ ძალებს აქვთ თავიანთი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით, რომ როცა საჭირო იქნება, ეს ქვეყანა გამოყენებული იყოს ვიღაცების ინტერესების გასატარებლად. ეს არის რეალობა“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ ფონდების ანგარიშების დაყადაღებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „როდესაც თანხები მიდის იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.

მისივე თქმით, „უნდა გამოიკვეთოს საიდან შემოდის ეს თანხები და ვის მიერ ხდება ქვეყნის აყირავების დაფინანსება“.

„ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. ცხადია, ამას მოჰყვებოდა რეაგირება. როდესაც თანხები მიდის იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. უნდა გამოიკვეთოს საიდან შემოდის ეს თანხები, ვის მიერ ხდება ქვეყნის აყირავების დაფინანსება და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვებოდა რეაგირება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!