თინა ბოკუჩავა 5 000 ლარით დააჯარიმეს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა 5 000 ლარით დააჯარიმეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოკუჩავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ჯარიმა საცხოვრებელ მისამართზე ფოსტამ მიუტანა.

„მას შემდეგ რაც პოლიციამ ჩვენს საცხოვრებელ სახლში ჩემი ორწლინახევრის ტყუპები და მათი ძიძა დააწიოკა, დღეს უკვე ფოსტამ მომართვა 5000 ლარიანი ჯარიმა. სასაცილოები ხართ, თუ გგონიათ 13 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ვინმეს ჯარიმით შეაშინებთ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ