ზვიად ქორიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვუთხრათ დანარჩენ სამყაროს, ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, დასავლეთისკენ, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, არასდროს განელდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელის, ზვიად ქორიძის განცხადებით, აშშ-ს „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერ მარშში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მან არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აქცია-მარშში მონაწილეობა იქნება მკაფიო გზავნილი პარტნიორებისადმი, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი არასდროს განელდება.

„აქტს ამერიკის კონგრესი განიხილავს და დარწმუნებული ვართ, რომ მიიღებს. ეს აქტი საქართველოს სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და თავისუფლების მხარდაჭერას, ასევე, ჩვენს ევროინტეგრაციას უკავშირდება. ეს არის ის სურვილები, რომელიც ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორსა და მხარდამჭერს, აშშ-ს აქვს ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდის განმავლობაში. იმედი გვაქვს, ეს მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება. ეს არის ის სურვილი, რაც ქართულ საზოგადოებას აქვს. ჩვენი სურვილები და ამერიკის კონგრესის მიდგომა საქართველოს მიმართ თანხვედრაში არის. ჩვენ გვინდა, რომ გაძლიერდეს საქართველოს სუვერენიტეტი, დემოკრატიული პროცესები. ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს მიზანსწრაფვა არის ევროკავშირის, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ეს პროცესები გააჩერა ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ". ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს პოზიცია კიდევ ერთხელ გამოვხატოთ შაბათს და ამ აქციაში ჩვენი მონაწილეობით, კიდევ ერთხელ ვუთხრათ დანარჩენ სამყაროს, ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორებს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, დასავლეთისკენ, საქართველოს სწრაფვა დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, არასდროს განელდება",-განაცხადა ქორიძემ.

ცნობისთვის, თბილისში, „აშშ-ს მეგობარი აქტის" მხარდამჭერი მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები 22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან მსვლელობას გამართავენ, შემდეგ კი პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო