The Times of Israel - „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

„ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ სამი რაკეტა გაუშვა, რომელთაგან ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო, ხოლო ორი ღია ტერიტორიებზე ჩამოვარდა.

სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და განაცხადა, რომ თავდასხმა „სიონისტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაზე“ პასუხს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, სამშაბათს ისრაელმა ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიშები განახორციელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში საჰაერო დარტყმების განახლების გადაწყვეტილება ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო მიიღო.

საჰაერო იერიშების შემდეგ ისრაელმა დღეს ღაზაში სახმელეთო ოპერაციაც განაახლა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა