თეონა აქუბარდია - ერთადერთი, რაც პროპაგანდას ხელჩასაჭიდი აქვს, არის აშშ-ის ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის საერთო ფოტო, ვერ ყიდიან იმას, რომ ამერიკასთან რამის დალაგების თავი აქვთ, ამის ნიშან-წყალი არ არის და ვერც იქნება

დასავლეთისგან მტრის ხატს ქმნიან და მტერს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, იმდენ შესაძლებლობას აძლევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სამარცხვინო ბოდიში გამოყენებული იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟენევაში იმისთვის, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონის აღიარებაზე მეტი მოწოლა მომხდარიყო საქართველოში, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა თეონა აქუბარდიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, “ქართული ოცნება” ამერიკასთან ურთიერთობას ვერ ალაგებს და “ერთადერთი, რაც პროპაგანდას ხელჩასაჭიდი აქვს, ეს არის აშშ-ის ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის საერთო ფოტო”.

ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირებული, მისი ძალოვნები არიან სანქცირებულები, სტრატეგიული პარტნიორობა არის შეწყვეტილი ივანიშვილისა და მისი ე.წ. გუნდის დამსახურებით და საქართველოს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ქვეყანასთან ურთიერთობები აქვს გაუარესებული, თუ რაიმე ურთიერთობა შეიძლება მას დაერქვას.

20 იანვრის მოლოდინი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, რომ ტრამპის ინაუგურაცია მოხდებოდა და დალაგდებოდა ურთიერთობა, არ შედგა. ამის შემდეგ გავიდა თებერვალიც, მარტიც და ერთადერთი, რაც პროპაგანდას ხელჩასაჭიდი აქვს, ეს არის აშშ-ის ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის საერთო ფოტო. მოკლედ რომ ვთქვათ, ვერ ყიდიან იმას, რომ ამერიკასთან რამის დალაგების თავი აქვთ, მით უფრო მაშინ, როდესაც ამის არავითარი ნიშან-წყალი არ არის და ვერც იქნება და მაშინ, როდესაც რაღაც გამოგონილ მტერს - “გლობალური ომის პარტიას” და შემდგომ უკვე გამოყენებულ ტერმინ “დიფ სთეითს” უმატებენ ბალტიის ქვეყნებს და ქმნიან მტრის ხატს დასავლეთისგან და იმ მტერს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, მათ შორის, იმდენ შესაძლებლობას აძლევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის სამარცხვინო ბოდიში გამოყენებული იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟენევაში იმისთვის, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონის აღიარებაზე მეტი მოწოლა მომხდარიყო საქართველოში.

ეს საფუძველი ბიძინამ თავად გააჩინა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილმა რაც შექმნა ამ ხნის მანძილზე, ეს არის დამატებითი საფრთხე სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, დამატებითი საფრთხე, მათ შორის, დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე და კიდევ უფრო მეტი ქაოსი და არასტაბილურობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც”, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა