კირ სტარმერი - პოლიტიკური მომენტიდან სამხედრო დაგეგმარებაზე გადავდივართ

პოლიტიკური მომენტიდან სამხედრო დაგეგმარებაზე გადავდივართ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა BBC-სთან საუბარში განაცხადა.

სტარმერმა კომენტარი გააკეთა 20 მარტს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა ფორმატში ჩატარდება და რომელშიც მონაწილეობას “მსურველთა კოალიციის” (30-ზე მეტი ქვეყანა) მაღალი თანამდებობის სამხედროები მიიღებენ.

“რასაც დღეს ვაკეთებთ, არის გადასვლა პოლიტიკური მომენტიდან, რომელიც შაბათ-კვირას გვქონდა… სამხედრო დაგეგმარებაზე, ასე რომ, ეს ხდება დღეს შტაბ-ბინაში…

კონცეფციიდან გეგმებზე გადასვლა, კონკრეტულად იმ მხრივ, თუ როგორ დავიცავთ უკრაინაში ცას, ზღვებსა და საზღვრებს უსაფრთხოდ”, - განაცხადა სტარმერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს