საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთს 3:0 უგებს - გიორგი მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთის ნაკრებს 3:0 უგებს. მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრის 58 წუთზე გაიტანა და დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

პირველი გოლი მატჩის 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა, ხოლო 37-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველ შეხვედრას სომხეთის ნაკრებთან ერევანში, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მართავს.

როგორც ცნობილია, "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. მეორე შეხვედრა საქართველო-სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში, 23 მარტს გაიმართება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება