ისრაელის მთავრობამ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას უსაფრთხოების სამსახურის, შინ ბეთის ხელმძღვანელის რონენ ბარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, - ინფორმაციას The Times of Israel-ი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მან რონენ ბარის მიმართ რწმენა დაკარგა.

„ის არ არის შესაფერისი ადამიანი ორგანიზაციის რეაბილიტაციისთვის", - ციტირებს პრემიერის ოფისი ნეთანიაჰუს.

The Times of Israel-ი წერს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ისრაელის ისტორიაში, როდესაც მთავრობამ შიდა უსაფრთხოების უწყების ხელმძღვანელი გაათავისუფლა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა