პარლამენტში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბესიკ ხარძიანისთვის ქონების წართმევის საქმეს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, დღევანდელ სხდომაზე „ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთ საქმეს (ბესარიონ ხარძიანი) განიხილავენ.”

კომისიის ერთ-ერთი წევრის, პაატა სალიას ინფორმაციით სხდომას ბესარიონ ხარძიანის შვილი და საქმის ადვოკატი დაესწრება.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე აქ ძირითადად, აქცენტი გაკეთდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.

„აქ ძირითადად, აქცენტი გაკეთდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე. ამ წამების და არაადამიანური მოპყრობის მიზანი ქონების ჩამორთმევა და იძულებით დათმობა იყო, რაც ასევე ბიზნესის რეკეტის ნაწილშიც განიხილება. ჩვენ დღეს გვაქვს პირველი, ბესიკ ხარძიანის საქმე. კერძოდ, განვიხილავთ 2011 წელს მისი დაპატიმრების, პენიტენციურ სისტემაში მისი წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რასაც შედეგად მისი ჯანმრთელობის დაზიანება, ოჯახის დატერორება, ბიზნესის წართმევა მოჰყვა.

გამოიკითხება რამდენიმე ადამიანი: პირველი - ბესიკ ხარძიანის შვილის მონათხრობს მოვისმენთ; ასევე გვეყოლებიან ადვოკატები - ერთ-ერთი ადვოკატი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ საქმეში იყო ჩართული და ამასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები; მოწვეულია ასევე [გიორგი] უდესიანის ადვოკატი, რომელიც ასევე კომისიის შეკითხვებს გასცემს პასუხს”, - განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი გარდაცვალებამდე, 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ის ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს.

ხარძიანი თბილისში საკუთარ სადარბაზოში 2015 წლის 28 მარტს მოკლეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ხარძიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირი - უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს დაუსწრებლად, 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა