მედია - ჩეხეთის პრეზიდენტი ოდესაში რუსეთის მხრიდან მასიური თავდასხმის დროს ჩავიდა

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინას ეწვია. ის ოდესაში მაშინ ჩავიდა, როცა ქალაქი რუსეთის მასიური თავდასხმის ქვეშ იყო, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ვიცე-პრემიერი უკრაინის აღდგენის საკითხებში, თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრი ოლექსი კულება „ტელეგრამში“ წერს.

"მოხარული ვარ, მივესალმო ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტრ პაველს უკრაინაში. ჩვენ შევხვდით ქალაქ ოდესაში, რომელიც ყოველ ღამით რუსეთის მხრიდან ტერორს განიცდის. სწორედ ჩვენი შეხვედრის დროს რუსეთის ფედერაციამ ქალაქში "შაჰედების" სამი ჯგუფი გამოუშვა. მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა ნახოს რუსეთის დანაშაულები უკრაინის წინააღმდეგ", - წერს კულება.

მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში გემების მიმოსვლის უსაფრთხოების, განაღმვის და რეკონსტრუქციის, ასევე საზოგადოების განვითარების ძირითადი საკითხები.

„ჩეხეთი ერთ-ერთი ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სისტემატურად უწევენ დახმარებას უკრაინას. დიდი ომის სამი წლის განმავლობაში, პარტნიორმა ქვეყანამ უკრაინას 900 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია, ჰუმანიტარული პროგრამებიდან დაწყებული სამხედრო აღჭურვილობით დასრულებული. კერძოდ, ჩეხური სატრანსპორტო საშუალებების ბაზაზე, Tatra-ზე, დამზადებულმა „ნეპტუნის“ ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებმა დიდი წვლილი შეიტანა ზღვაში ჩვენს უსაფრთხოებაში “, - განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე