მედია - ხარტუმში, სუდანის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს - არმიამ პრეზიდენტის სასახლეზე კონტროლი დაიბრუნა

სუდანის არმია აცხადებს, რომ მისი მებრძოლები დედაქალაქ ხარტუმის ცენტრში პრეზიდენტის სასახლეში შევიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში არმიამ დედაქალაქში „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ წინააღმდეგ ოპერაცია გააძლიერა.

BBC-ი წერს, რომ ხარტუმის დაბრუნება არმიისთვის, რომელმაც ქალაქი 2023 წელს დაკარგა, უზარმაზარი გამარჯვება და კონფლიქტში გადამწყვეტი მომენტი იქნება.

გაერო-ს ცნობით, ორწლიანმა სამოქალაქო ომმა სუდანში მსოფლიოში უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ქვეყნის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს