2022-2024 წლებში დანაშაული 14 წლამდე 228  ბავშვმა ჩაიდინა

2022-2024 წლებში დანაშაული 14 წლამდე 228 ბავშვმა ჩაიდინა, მათ შორის, 2024 წელს დანაშაული 14 წლამდე 75 ბავშვს აქვს ჩადენილი, 2023 წელს 79-ს, ხოლო 2022 წელს დანაშაული 74-მა ბავშვმა ჩაიდინა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ ფრაქცია „ქართული ოცნებისთვის“ მიწოდებულ სადეპუტატო კითხვის პასუხშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, დანაშაულის ჩამდენ 14 წლამდე ბავშვებს შორის 2024 წელს უკანონო ქმედება 8 წლის 3 ბავშვს აქვს ჩადენილი, 9 წლის 6 ბავშვს, 10 წლის 2 ბავშვს, 11 წლის 11 ბავშვს, 12 წლის 32 ბავშვს და 13 წლის 21 ბავშვს.

რაც შეეხება არასრულწლოვანების მიერ ჩადენილ დანაშაულს, 2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით პერიოდში, ჯამში არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულების საერთო ოდენობა 496 შეადგენს. მათ შორის, 2024 წელს არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულების ოდენობა 200-ია.

3 წლის სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების ხასიათებიდან, ყველაზე მეტი, 341, მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანებს შორის 30 მდედრობითი სქესისაა, 466 კი მამრობითი სქესის.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო