ნინო ლომჯარია - ნოემბრის შემდეგ დაკავებულია 50-ზე მეტი პირი, ასევე, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებისას 19 ადამიანი - შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ ჩატარებული საპროცესო მოქმედებები უკანონოა

გარდა იმისა, რომ ნოემბრის შემდეგ დაკავებულია და სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული 50-ზე მეტი პირის მიმართ, უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ წელს, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას 19 პირი იქნა დაკავებული. დღეის მდგომარეობით, ყველას მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მუდმივად აქვეყნებენ იმ მოსამართლეების და პროკურორების სიას, რომლებიც ჩართულები არიან პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაში.

„გარდა იმისა, რომ ნოემბრის შემდეგ დაკავებულია და სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული 50-ზე მეტი პირის მიმართ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გასულ წელს, „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას 19 პირი იქნა დაკავებული. დღეის მდგომარეობით, ყველას მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ჩვენ მიერ შესწავლილი საქმეები ცხადყოფს ერთგვაროვან ტენდენციას, რომ საპროცესო მოქმედებები ამ საქმეებში ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და უკანონოა. განსაკუთრებით პრობლემატურია ჩხრეკა-ამოღების და ექსპერტიზის საკითხები.

ერთ-ერთი პირი, რომლის მიმართაც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, შეიწყალა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ოკმელაშვილის შემთხვევაში და სხვა ბრალდებულების შემთხვევაშიც, ამის შემდგომ მოსამართლის და პროკურატურის მხრიდან კოორდინირებულად მოხდა მათი საქმეების გაჭიანურება, გახანგრძლივდა საქმის განხილვის დრო, რომ დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი მას შემდეგ, როდესაც ზურაბიშვილს გაუვიდოდა საპრეზიდენტო ვადა, რათა აერიდებინათ საპრეზიდენტო შეწყალება მათთვის. ეს ადასტურებს ამ საქმეზე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკურ მოტივაციას.

იცით, რომ ვაქვეყნებთ იმ მოსამართლეების და პროკურორების სიას, რომლებიც ჩართულები არიან პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაში. აღნიშნული სისხლის სამართლის პროკურორია ანი ხუბეჯაშვილი, მოსამართლეები, რომლითაც დააკმაყოფილეს ჩხრეკა ამოღებასთან დაკავშირებით პროკურორის უკანონო და დაუსაბუთებელი შუამდგომლობები არიან დავით მგელიაშვილი, დავით კურტანიძე, თეონა ეპიტაშვილი. მოსამართლე, რომელმაც აღნიშნული საქმე არსებითად განიხილა არის გიორგი გელაშვილი“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება