სანდრო ბარამიძე - გიორგი ოკმელაშვილის საქმე შეთითხნილი და თითიდან გამოწოვილია - ამოცანა იყო, ამ ადამიანისთვის ბიზნესსაქმიანობაში ხელი შეეშალათ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერის სანდრო ბარამიძის განცხადებით, დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმე არის „შეთითხნილი და თითიდან გამოწოვილი“.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამოცანა იყო, რომ გიორგი ოკმელაშვილისთვის ბიზნესსაქმიანობაში ხელი შეეშალათ.

„ეს საქმე ისეთივე შეთითხნილი და თითიდან გამოწოვილია, როგორც ყველა სხვა საქმე, რომელზეც აქამდე მოგახსენებდით. უპრეცედენტოდ მოკლე დროში, სულ რაღაც 3 დღეში იქნა ვითომ ეს საქმე გამოძიებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს 60-მდე თანამშრომელი იყო ამ საქმეში ჩაბმული, გეგონება სერიოზულ, ორგანიზებული დანაშაულის საქმეს იძიებდნენ. უპრეცედენტო, შეხმატკბილებული მოქმედებები იყო სხვადასხვა ორგანოებს - სასამართლოს, პროკურატურას, შსს-ს შორის. ასევე, პროპაგანდისტულ არხებს შორის მიდიოდა ინფორმაციის გაცვლა უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში. გარდა ამისა, ჩხრეკა-ამოღება უკვე ტრადიციაა, რომ ყოველგვარი ნორმალური სასამართლო კონტროლის უქონლობის პირობებში განხორციელდა. ამოიღეს ისეთი ნივთებიც, რომელსაც, ვითომ ჩადენილ დანაშაულთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამოცანა იყო, რომ ამ ადამიანისთვის ბიზნესსაქმიანობაშიც შეეშალათ ხელი“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ცნობისთვის, გიორგი ოკმელაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მას ასევე ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითაც ჰქონდა წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. თუმცა, მუხლი სრულად ამნისტირებულია, შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი დევნა ამ მუხლით შეწყდა.

დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელია.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე