ანა დოლიძემ კანდიდატ ქვეყნებს შორის სოლიდარობის დეკლარაციის ფარგლებში სერბ პოლიტიკოსთან, ჯორჯე მიკეტიჩთან ონლაინ შეხვედრა გამართა

კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის ინიციატივით, კანდიდატ ქვეყნებს შორის სოლიდარობის დეკლარაციის ფარგლებში, პირველი ონლაინ შეხვედრა სერბ პოლიტიკოსთან, ჯორჯე მიკეტიჩთან გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ და სერბეთს გარკვეული გამოწვევები გვაქვს, ჩვენი გზა არის ერთი, რადგან ვართ ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნები. ონლაინ შეხვედრის ფარგლებში ვესაუბრე ოპოზიციონერ პოლიტიკოს, ჯორჯე მიკეტიჩს, რომელმაც მოგვიყვა თუ რა ხდება სერბეთში და რა არის მათი პროტესტის საიდუმლო, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ რა გავითვალისწინოთ და რა არა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს