სალომე ზურაბიშვილი - დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს

დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

აღნიშნულით ზურაბიშვილი გუშინ, საპროტესტო აქციაზე სტუდენტების დაკავებას ეხმაურება.

„დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს: სტუდენტი გოგონები საპროტესტო აქციაზე სკამების მიტანისთვის დააკავეს, კიდევ ერთი სტუდენტი კი ტაშის დაკვრის გამო. კაფკა თბილისში!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით მათგან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ხოლო მესამე პირი კვლავ დაკავებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამივე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პირები პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათივე განცხადებით, ერთი პირი კი ტაშის დაკვრის გამო დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს