ახლო აღმოსავლეთში ტრამპის წარმომადგენელი - უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება - ზელენსკი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ტრამპს შეუძლია მას საუკეთესო შეთანხმება მისცეს, რასაც კი ოდესმე მიიღებს

რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში მთავარ პრობლემას ყირიმი და ე.წ. ოთხი რეგიონი წარმოადგენს, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემი აზრით ამ კონფლიქტში მთავარი პრობლემა ყირიმი და ე.წ. ოთხი რეგიონია: დონბასი, ლუგანსკი და კიდევ ორი. ისინი რუსულენოვანი რეგიონებია და რეფერენდუმები ჩატარდა, სადაც მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ აჩვენა, რომ რუსეთის მმართველობის ქვეშ ყოფნა სურთ. ვფიქრობ, ეს ამ კონფლიქტის მთვარი საკითხია“, - განაცხადა უიტკოფმა.

ამასთან, უიტკოფის თქმით, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ეს საკითხი უკვე შეთანხმებულია.

„დიახ იქნება. ამაზე უკვე შეთანხმდნენ და უკრაინაში არჩევნები იქნება. ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. ის ძალიან რთულ მდგომაროებაშია, მაგრამ წინააღმდეგობას ბირთვულ სახელმწიფოს უწევს, რომელსაც ოთხჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს. ახლა შეთანხმების მისაღწევად საუკეთესო დროა და პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მას საუკეთესო შესაძლო შეთანხმება მისცეს, რასაც კი ოდესმე მიიღებს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს