ვენეციის კომისია „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს

ვენეციის კომისია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს.

ვენეციის კომისიის დასკვნა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა, მარკ ქულსმა მოითხოვა.

კომისია აცხადებს, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა დაჩქარებული პროცედურული წესით მოხდა და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჯარო კონსულტაციების შემდეგ ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა განხორციელდეს.

ამასთან, ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ „2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ცვლილებების მიღება საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპს ეწინააღმდეგება“.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები აძლიერებს ადგილობრივი საარჩევნო კანონმდებლობის მაჟორიტარულ კომპონენტს, რამაც შესაძლოა მმართველი პარტიის პოზიცია კიდევ უფრო გაამყაროს.

„მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ევროპული სტანდარტები ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებისთვის კონკრეტულ საარჩევნო სისტემას არ განსაზღვრავს, ეს ცვლილებები, უფრო ფართო კონტექსტში განხილვისას, პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას ხელს არ უწყობს. უფრო მეტიც, მათ შეიძლება ძირი გამოუთხარონ საარჩევნო უფლების თანასწორობის პრინციპს, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში ხმის მიცემის უფლებამოსილების სამართლიან განაწილებასა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია შემდეგ რეკომენდაციებს გამოსცემს:

2024 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გაუქმება; საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაცრი რეგულირება საარჩევნო კოდექსის დონეზე, რომელმაც უნდა დაადგინოს საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმები; მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საზღვრების დელიმიტაცია მიუკერძოებელ ორგანოს უნდა დაევალოს; საქართველოს საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება საარჩევნო სისტემის საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი მიმოხილვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რაც ყოვლისმომცველ რეფორმას უზრუნველყოფს და არა ხშირ და ფრაგმენტულ შესწორებებს, ასევე, დაცული უნდა იყოს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპი; საარჩევნო კოდექსის მსგავსი ყოვლისმომცველი მიმოხილვა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფართო საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღწეული ფართო კონსენსუსის შემდეგ; ასევე, უნდა ითვალისწინებდეს მსგავსი კანონმდებლობის სრულად და კეთილსინდისიერად განხორციელების პოლიტიკურ ვალდებულებებს, ადეკვატური პროცედურული და სასამართლო გარანტიებითა და საშუალებებით აღნიშნული კანონმდებლობის ნებისმიერი სახით შეუსრულებლობის დროული შეფასებისთვის.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა