ახლო აღმოსავლეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი - პუტინს ცუდ ადამიანად არ მივიჩნევ - კავშირი მარტივი სიტყვის, „კომუნიკაციის“ საშუალებით აღვადგინეთ

პუტინს ცუდ ადამიანად არ მივიჩნევ, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არის კავშირი, რომელიც ჩვენ მარტივი სიტყვის „კომუნიკაციის“ საშუალებით აღვადგინეთ და ბევრი იტყვის, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, რადგან პუტინი ცუდი ადამიანია. მე პუტინს ცუდ ადამიანად არ მივიჩნევ. რთული ვითარებაა, ეს ომია“, - განაცხადა უიტკოფმა.

მისი თქმით, კრემლში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მეორე შეხვედრის დროს, მას პუტინმა დონალდ ტრამპის პორტრეტი გადასცა, რომელიც მისი შეკვეთით რუსმა მხატვარმა დახატა.

„პორტრეტი მე გადმომცა და მთხოვა პრეზიდენტისთვის გადამეცა. ასევე, ისტორია მომიყვა იმის შესახებ, რომ როდესაც პრეზიდენტს ესროლეს, ის ადგილობრივ ეკლესიაში წავიდა, თავის მღვდელს შეხვდა და პრეზიდენტისთვის ილოცა. არა იმის გამო, რომ ის აშშ-ის პრეზიდენტი იყო ან შეიძლებოდა გამხდარიყო, არამედ იმიტომ, რომ ის მისი მეგობარია და მეგობრისთვის ილოცა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს