რუსთაველის გამზირზე, გუშინ დაკავებული სტუდენტი ლუკა გოგია თავისუფალია

21 მარტს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული სტუდენტი, ლუკა გოგია თავისუფალია.

გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ლუკა გოგიამ სოციალურ ქსელში თავად დაწერა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემო ოჯახის წევრებო, სახლში ვარ! ხშირად ვეძებ ამ პროცესის გასაღებს და ყოველთვის ამ სოლიდარობამდე მივდივარ! მადლობა მხარდაჭერისთვის და ჩემი თანაგრძნობა რეჟიმის ტყვეებს.

ასევე, მადლობა ომონს, რომ დამაკავა. ალბათ, გული გამისკდებოდა სეუ-ს ბავშვები დაეჭირათ და მე გამოვეშვი, ან სახლიდან მენახა ეს ყველაფერი... ერთად, ძალიან მალე გამოვალთ ამ კრიზისიდან, რადგან ეს სისტემა უვადო მოსამართლეებზე, ძალმომრეობაზე, ჩაგვრაზე, შეურაცხყოფასა და უკნიდან მოპარვაზე დგას... თუმცა არ არსებობს უვადო მოსამართლე, არც უვადო ხელისუფალი და არც უვადო ბელადი! უვადო მხოლოდ ღმერთია ამ ქვეყანაზე - უვადო, სრულყოფილი და უსაზღვროდ სამართლიანი!

ცამდე მეამაყებით, აქვე, საქალაქოს [სასამართლო] დროებითი მოთავსების იზოლატორში ამოტვიფრული სიტყვით დავამთავრებ: „გავიმარჯვებთ!“

დიდება საქართველოს! შევხვდებით უსამართლობასთან ბრძოლის ველზე!“ - წერს ლუკა გოგია.

ცნობისთვის, სტუდენტი ლუკა გოგია, 21 მარტს რუსთაველის გამზირზე დააკავეს. კადრებში, რომელიც მისი დაკავების შემდგომ გასაჯაროვდა, ჩანს, რომ სტუდენტი პოლიციელებს ესაუბრება და ტაშს უკრავს, რის შემდეგაც სამართალდამცავები მას აკავებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება