გია ჯაფარიძე - დარწმუნებული ვარ, „MEGOBARI აქტი“ იქნება მიღებული და საკანონმდებლო დონეზე გაფორმდება, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არ შეიძლება - ეს იქნება დიდი ნაბიჯი ჩვენი ბრძოლის საბოლოო წარმატების საქმეში

დარწმუნებული ვარ, რომ „MEGOBARI აქტი“ იქნება მიღებული. საკანონმდებლო დონეზე გაფორმდება ის, რომ „ქართული ოცნება“ არის საერთაშორისო კეთროვანი, რომ„ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არ შეიძლება - ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი ბრძოლის საბოლოო წარმატების საქმეში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსს“ თბილისში მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.

ჯაფარიძის თქმითვე, „იმისთვის, რომ ბრძოლა წარმატებით დასრულდეს, მას ორი განზომილება აქვს - შიდა და გარე განზომილება“.

„შიდა განზომილება არის უწყვეტი პროტესტი. ეს პროტესტი ხან არის ძალიან ხალხმრავალი, ხან შეიძლება არ იყოს ხალხმრავალი. მთავარი არის ის, რომ პროტესტი არსად წასულა. პროტესტი აქ არის. მე თუ მკითხავთ, პროტესტი, საერთოდ მზარდია და გარე განზომილება ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა ბევრნაირად შეიძლება იყოს გამოხატული და მათ შორის, ერთ-ერთი არის იმ ადამიანების სანქცირება, ვინც მიიტაცა ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხის ნება, გააყალბა საპარლამენტო არჩევნები, მიტაცებული აქვს ძალაუფლება, ვინც აწამა და არაჰუმანურად მოექცა ადამიანებს. სანქცირება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ბრძოლაში. ავტორიტარიზმისგან განსხვავებით, დემოკრატია შედგება პროცედურებისგან, ეს პროცედურები აშშ-ში დაწყებულია, 27 მარტს კიდევ ერთი პროცედურული ნაწილი იქნება. რა თქმა უნდა, 27 მარტს არაფერი დასრულდება, ეს ერთ-ერთი ეტაპია. ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ „ MEGOBARI აქტი“ იქნება მიღებული. საკანონმდებლო დონეზე გაფორმდება ის, რომ „ქართული ოცნება“ არის საერთაშორისო კეთროვანი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არ შეიძლება. ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე მიიღება. რასაკვირველია, ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ჩვენი ბრძოლის საბოლოო წარმატების საქმეში. ამას ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა