„MEGOBARI აქტის“ მხარდამჭერებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

"MEGOBARI აქტის" მხარდამჭერმა მსვლელობამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა.

ისინი რუსთაველის გამზირზე აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს, ამერიკისა და უკრაინის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

ასევე ჩართული აქვთ აშშ-ს სახელმწიფო ჰიმნიც.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, ცოტა ხნის წინ ასევე შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული აქციის მონაწილეებიც. პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ - "ცეცხლი ოლიგარქიას", "ხალხი ითხოვს სამართალს".

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქცია უკვე 115 დღეა იმართება.

ისინი კვლავ ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს