თინა ბოკუჩავა - „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მხარდასაჭერი და ივანიშვილის რეჟიმზე სასანქციო პოლიტიკის გაღრმავების აქტია - ნორმალური ხელისუფლების პირობებში ის ბევრი სიკეთის მისაღებად შეგვეძლო გამოგვეყენებინა

ნორმალური ხელისუფლების პირობებში „MEGOBARI აქტი“ ბევრი სიკეთის მისაღებად შეგვეძლო გამოგვეყენებინა, მაგრამ ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ პირობებში ეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერი აქტია,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქართულმა საზოგადოებამ ამერიკელ კანონმდებლებს დაინახოს, რომ საქართველო მათ მხარდაჭერას აფასებს.

„MEGOBARI აქტი“, რომელიც ახლა უკვე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უნდა განიხილონ, ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, ერთის მხრივ, ითვალისწინებს ფართო მასშტაბიან აქციებს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, ამავდროულად, ძალიან ბევრ წამახალისებელ ნორმას, მაგალითად, უვიზო მიმოსვლას, ინვესტიციების მოზიდვას, დახმარებების გაზრდას, ამიტომ ნორმალური, პროდასავლური ხელისუფლების პირობებში ეს შეგვეძლო ბევრი სიკეთის მისაღებად გამოგვეყენებინა, მაგრამ ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ პირობებში ეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერი და ივანიშვილის რეჟიმზე სასანქციო პოლიტიკის გაღრმავების აქტია. ეს აქციაც მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა დაინახონ თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენ, მათ, როგორც საზოგადოება ამერიკის კონგრესის მხარდაჭერას",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება