სალომე ზურაბიშვილი - დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში - ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმაზე, ვისი საქმე გადაეცათ პარტიისთვის, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა

დღეს ადამიანები მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიისთვის, ვინ დაესმინათ და ვისთვის დაებრალებინათ მოღალატეობა“.

„ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიისთვის, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა. ეს კი სხვა არაფერია! დღეს ადამიანები ამ მდგომარეობას ასე უსირცხვილოდ ეგუებიან, და მზად არიან, კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა!

ეს საუბარი რომ ჩაიწერა და აღარ წაიშლება ჩვენი ისტორიის ფურცლებიდან, ყველამ უნდა ვიცოდეთ!

ევროპისკენ რომ არ მიდიხართ გავიგეთ, მაგრამ „ღირსეულად“ რომ ვერსადაც მიდიხართ, ამას თუ ხვდებით მაინც?

დღეს ეს არის მთავარი კითხვა - « to be or not to be? »

ვართ თუ არა მზად მათსავით ერთი ხელის აწევით, ერთნაირი სიტყვებით და თვალის დაუხამხამებლად გადავცეთ მეორე ადამიანი „კომპეტენტურ ორგანოებს”.. და რის გამო? - განსხვავებული აზრის და პოზიციის გამოხატვისათვის?“, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების საკითხზე იმსჯელა. საბჭოს წევრებმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის ბრალდებებზე ისაუბრეს.

არხის ადვოკატმა კი ბორდის წევრებს მოცულობითი დასკვნა წარუდგინა, რომელიც არხის მიერ ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.

როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბორდის წევრებმა განაცხადეს, არხის თანამშრომლები, რომლებიც მენეჯმენტს რამდენიმე თვის წინ დაუპირისპირდნენ, მათ ცილს სწამებენ და არანაირი მყარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ამიტომ, სამეურვეო საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჟურნალისტები გარკვეული მიზნების გამო მოქმედებდნენ და მიაჩნიათ, რომ პროკურატურამ ეს საკითხი უნდა გამოიძიოს.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია