ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

აღინიშნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

მოგვიანებით, ირაკლი კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ ორივე ქვეყნის სურვილია, ხელი შეუწყონ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.

„მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს. მოუთმენლად ველი ჩემს სომეხ კოლეგასთან ერთად დღევანდელ ფეხბურთის მატჩზე დასწრებას, რომელიც ჩვენს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ როგორც სპორტული, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას", - აღნიშნავს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრა „დინამო არენაზე" გაიმართება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა