„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ - მკაცრად ვგმობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დევნას არხის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ - ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ მკაცრად გმობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების დევნას არხის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ, რომლებიც "ქართული ოცნებისადმი" ლოიალობით გამოირჩევიან. ამის შესახებ „მედიის ადვოკატირების კოალიციის” განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღინიშნება, რომ საგანგაშოა საბჭოს წევრების მოწოდება პროკურატურისადმი, რომ მან პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტების საქმე შეისწავლოს, მათი კრიტიკული განცხადებების გამო.

„ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე და პირდაპირი მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და ივანიშვილის რეჟიმს პროპაგანდასა და ძალადობაში ამხელენ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ