ბადრი ჯაფარიძე - სალომე ზურაბიშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყება ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ევროპულ დედაქალაქებში კოალიციებისა და პრეზიდენტის ვიზიტი ცალ-ცალკე აღარ იქნება, იქნება ერთობლივი

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გვექნება. ცალ-ცალკე კი აღარ იქნება კოალიციების და პრეზიდენტის ვიზიტი ევროპულ დედაქალაქებში, არამედ ერთობლივი ვიზიტები იქნება, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი ყოველდღე შეიკრიბება, სადაც იმსჯელებენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დაჩქარდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ამასთან დაჩქარდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა.

„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შემდეგი ვიზიტები ზურაბიშვილთან ერთად იქნება ერთობლივი, კოალიციის წარმომადგენლები იქნებიან. შევთანხმდით და დაგეგმილია უახლოეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი ვიზიტები უმნიშვნელოვანეს ევროპულ დედაქალაქში. სამუშაო ჯგუფი ყოველდღე შეიკრიბება და იმუშავებენ, თუ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი თანამოქალაქეებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დაჩქარდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დაჩქარდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ამაზე გვექნება ყოველდღე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში.

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გვექნება. ცალ-ცალკე კი აღარ იქნება კოალიციების და პრეზიდენტის ვიზიტი ევროპულ დედაქალაქებში, არამედ ერთობლივი ვიზიტები იქნება, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მჭიდრო კოორდინაცია იქნება“,-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია