რუსტემ უმეროვი - ამერიკის გუნდთან დისკუსია იყო პროდუქტიული - ზელენსკის მიზანია, უზრუნველყოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისა და  ხალხისთვის, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა საუდის არაბეთში პროდუქტიული იყო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩვენ დავასრულეთ შეხვედრა ამერიკის გუნდთან. დისკუსია იყო პროდუქტიული და ფოკუსირებული - განვიხილეთ ძირითადი პუნქტები, მათ შორის ენერგეტიკის საკითხი.პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიზანია, უზრუნველყოს სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის და, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს მიზანი რეალობად იქცეს", - წერს უმეროვი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა