მაიკ უოლცი რუსეთ-უკრაინის ომზე - პროგრესი იქნება - გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე, ვაპირებთ, ვისაუბროთ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე

ჩვენ ვუახლოვდებით მშვიდობას და ახლა ისე ახლოს ვართ მშვიდობასთან, როგორც არასდროს, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობასთან მიახლოება დაიწყო იმით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს ესაუბრა.

„შემდეგ სახელმწიფო მდივანი რუბიო და მე ჩავერთეთ ჩვენს დონეზე როგორც რუსებთან, ასევე უკრაინელებთან და ახლა გვყავს ტექნიკური გუნდები უკრაინელებთან და რუსებთან ერთად ერთსა და იმავე დაწესებულებაში, რომლებიც მოლაპარაკებებს ახლო მანძილზე აწარმოებენ. პროგრესი იქნება, გვაქვს ცეცხლის შეწყვეტა ჰაერიდან ინფრასტრუქტურაზე. ის ამოქმედდა პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტ პუტინთან ამ კვირაში განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ. ჩვენ ახლა ვაპირებთ ვისაუბროთ შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე, რათა ორივე მხარემ შეძლოს მარცვლეულის, საწვავის გადატანა და კვლავ დაიწყოს ვაჭრობა შავ ზღვაში“, - აღნიშნა მაიკ უოლცმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს