სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში გაემგზავრა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა. სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა.

მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა