ბაია პატარაია - ივანიშვილი ცდილობს, რომ ცხვრის ფორმაში გადაფუთოს მგელი და ისე შემოგვთავაზოს - ძალიან მალე ყველა გაიგებს, ეს კანონი რეალურად ივანიშვილის „ფარაა“, თუ ამერიკული „ფარა“

ის [ბიძინა ივანიშვილი] ცდილობს, რომ ცხვრის ფორმაში გადაფუთოს მგელი და ისე შემოგვთავაზოს - ძალიან მალე ყველა გაიგებს, ეს კანონი რეალურად ივანიშვილის „ფარაა“, თუ ამერიკული „ფარა“, - ამის შესახებ კავშირ „საფარის" ხელმძღვანელმა, უფლებადამცველმა, ბაია პატარაიამ არასამთავროების ორგანიზაციების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, თუ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი მედია ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გავრცელდება, მაშინ ის „შეფუთული რუსული კანონი იქნება“.

„აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკა არის პრეცედენტული საქმეების და სამართლის ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონების დანერგვაში და განმარტებაში სასამართლოს ძალიან დიდი როლი აქვს. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაში სასამართლო ამ კანონს [„ფარას“] არ ავრცელებს მედია ორგანიზაციებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ხოლო ივანიშვილის „ფარა“, რომელიც იტყუება, რომ ამერიკული კანონია, რეალურად თავის განმარტებით ბარათში ახსენებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვერ აღასრულა რა რუსული კანონი, ის ცდილობს, რომ ცხვრის ფორმაში გადაფუთოს მგელი და ისე შემოგვთავაზოს, თითქოს ეს კანონი [„ფარა“] არის ამერიკული. ძალიან მალე ყველა გაიგებს, ეს კანონი რეალურად ივანიშვილის „ფარაა“, თუ ამერიკული „ფარაა“. თუ მისი გამოყენება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ გვაქვს უბრალოდ შეფუთული რუსული კანონი“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს