ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტის თანამდებობის დაკარგვის შემდეგ ზურაბიშვილის სააქციო ღირებულება ძალიან დაბალ დონეზეა - ბალტიის რეგიონში მისი ვიზიტის მიზანია, ჩავარდნილ და გაბანკროტებულ რევოლუციას რამენაირად, კიდევ ერთხელ სული შთაბერონ

პრეზიდენტის პოზიციის დაკარგვის შემდეგ ზურაბიშვილის სააქციო ღირებულება ძალიან დაბალ დონეზე დარჩა - ის ბალტიისპირეთში უცხოური დაფინანსებით ჩავიდა - ეცდებიან, ხალხში უკმაყოფილების ახალი შხამი შემოაგდონ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ქვეყნის მე-5 პრეზიდენტის ბალტიის რეგიონში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბალტიისპირეთი ჩვენი ახალი კურატორი გახდა ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით“.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, გარედან ხდება კოორდინაცია, რომ 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე „ხალხის რაღაცა რაოდენობა მაინც გამოვიდეს“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის შიგნით არ გააჩნია არანაირი რესურსი იმისა, რომ რაიმე სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებზე. ზოგადად, ეს რესურსი არ გააჩნია არც მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. მათი ძალისხმევა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ზეწოლა ქვეყანაზე, ხელისუფლებაზე საზღვარგარეთიდან. აქედან გამომდინარე, ისინი ხელოვნურად ცდილობენ, ქვეყანაში ვითარების დაძაბვისთვის გამოიყენონ უცხოური რესურსი. განსაკუთრებით ვიცით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბალტიისპირეთი გახდა ჩვენი ახალი კურატორი, ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენის მიზნით. თავის კურატორებთან არიან ახლა ჩასული სალომე ზურაბიშვილი და მისი სხვა მომხრეები.

გარედან ხდება კოორდინაცია იმისა, რომ 31 მარტს, ხალხის რაღაცა რაოდენობა მაინც გამოვიდეს. ამიტომ ამერიკაში უილსონის გამოცოცხლებას ვუყურებთ ჩვენ, აგერ 600 000 დოლარი გადაირიცხა იმისათვის, რომ ამ მიზნით კონგრესში გარკვეული მოძრაობები განხორციელდეს. აქეთ, ბალტიისპირეთში დადის [ზურაბიშვილი], რომ მათ 31 მარტამდე რაღაც განცხადებები გაამწვავონ. მიზანია, რომ ჩავარდნილ და გაბანკროტებულ რევოლუციას რამენაირად კიდევ ერთხელ სული შთაბერონ.

ზურაბიშვილი გამოყენებადი იყო, როდესაც პრეზიდენტის პოზიციაზე იყო. პრეზიდენტის პოზიციის დაკარგვის შემდეგ მისი სააქციო ღირებულება ძალიან დაბალ დონეზე დარჩა. ბალტიისპირეთში ჩასულია უცხოური დაფინანსებით. ეცდებიან, რომ სალომე ზურაბიშვილის იქ ჩასვლა გამოიყენონ იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ასეთი გზავნილები გააჟღერონ და ხალხში უკმაყოფილების ახალი შხამი შემოაგდონ,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ბალტიის რეგიონში გაემგზავრა. ის ვიზიტით ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა.

მეხუთე პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა