სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილეებმა, თამარ გვარამაძემ და ელენე ღუდუშაურმა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა მიმდინარე წლის 21-23 მარტს გაიმართა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა 2024 წლის საპარლამენტო ანგარიში წარმოადგინა და ჟურნალისტებს დოკუმენტში ასახული ძირითადი თემები და შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.

„შეხვედრაზე 2024 წლის განმავლობაში სამოქალაქო, პოლიტიკური სოციალურ-ეკონომიკური უფლებების, მათ შორის, გამოხატვის უფლების, მედიის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების დაცვის მდგომარეობა განიხილეს; ისაუბრეს შეკრებების გაშუქების სტანდარტებზე, ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვის და ინფორმაციის თავისუფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით შეაფასეს გასულ წელს მიმდინარე საპროტესტო აქციები, განიხილეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა დაკავებულთა მოძიების/მონახულების და დაშავებულთა მდგომარეობის დოკუმენტირების კუთხით.

ასევე, იმსჯელეს პატიმართა, განსაკუთრებით, უვადო თავისუფლება აღკვეთილი პატიმრების უფლებრივ მდგომარეობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა