საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ზაურ დვალაშვილს თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლის დაუფლებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს, ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრს, ევროპის ჩემპიონს ზაურ დვალაშვილს თბილისის გრანდ სლემზე მესამე საპრიზო ადგილზე გასვლას და ბრინჯაოს მედლის დაუფლებას ულოცავს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც დავით გურგენიძე აღნიშნავს, ზაურ დვალაშვილი თავისი მიღწევებით ნათლად აჩვენებს, რომ განათლება და სპორტი არა მხოლოდ თავსებადია, არამედ ერთმანეთის განმტკიცებასაც უწყობს ხელს.

მისივე თქმით, სწავლა და ცოდნის გაღრმავება აყალიბებს პიროვნებას, ანიჭებს მას ანალიტიკურ აზროვნებას, სიმტკიცესა და სულიერ სიძლიერეს, რაც სპორტულ წარმატებაშიც უდიდეს როლს ასრულებს. თავის მხრივ, დიდი სპორტი ამკვიდრებს პასუხისმგებლობას და შრომისმოყვარეობას, რაც სტუდენტისთვის უმნიშვნელოვანესი თვისებებია.

„ჩემთვის დიდი პატივია მივულოცო ზაურ დვალაშვილს თბილისის გრანდ სლემზე მოპოვებული მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი. მისი მორიგი წარმატება ადასტურებს, რომ ცოდნის გაღრმავება და სპორტული ოსტატობა სრულ თანხვედრაშია. ზაურის მონდომება და მიზანდასახულობა სამაგალითოა სტუდენტებისთვის, საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის კი საამაყო.

გამარჯვება მხოლოდ სპორტული ტრიუმფი არ არის, ეს არის სერიოზული გზა, რომელიც მოითხოვს პიროვნულ სიმტკიცეს, სულიერ სიძლიერეს და მუდმივ თვითგანვითარებას. ზაურის მიერ მიღწეული წარმატება იმ დიდ შრომასა და თავდადებას უსვამს ხაზს, რომელიც ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს მოტივაცია და მაგალითი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებისა და სპორტის ურთიერთთავსებადობას, სტუდენტების სრულფასოვანი განვითარების ხელშეწყობას და მათთვის იმ ფასეულობების გადაცემას, რომლებიც სამომავლოდ დიდი წარმატებების მომტანია. ზაურ დვალაშვილი ამის მკაფიო მაგალითია. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სტუდენტები არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ სპორტულ არენაზეც ამტკიცებენ საკუთარ შესაძლებლობებს და ქვეყნის სახელს კიდევ უფრო ამაღლებენ. ზაურს ვუსურვებ, რომ ეს გამარჯვება მისთვის გახდეს წარმატებისკენ მიმავალი გზის გაგრძელება და საფუძველი კიდევ უფრო დიდი მიღწევებისა“, - აღნიშნულია აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

ინფორმაციისთვის, თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორი ქართველი – ზაურ დვალაშვილი და ირაკლი ბეროშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. დვალაშვილმა, 22 წამში, იპონით ფრანგ აპერბას მოუგო, ბეროშვილმა კი კანადელ გოტიე დრაპოს სძლია.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია