მთავრობის ადმინისტრაციასთან მაღაროელები უწყვეტ აქციებს აანონსებენ

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მაღაროელები უწყვეტ აქციას იწყებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ჭიათურაში პროტესტის დაწყების დღიდან, [28 თებერვლიდან] მათი პრობლემით არავინ არ დაინტერესებულა, ამიტომ იძულებულები გახდნენ პროტესტი თბილისში გადმოეტანათ.

მათი თქმით, კანონის ფარგლებში უწყვეტ პროტესტს დაიწყებენ, რომ მთავრობა მათი პრობლემით დაინტერესდეს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ 3 თვის სახელფასო დავალიანება დაარიგოს და „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურა დატოვოს. ასევე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ აიღოს მაღაროზე და მის სამუშაოებზე პასუხისმგებლობა.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ჭიათურის სააქციო საზოგადოება, რომელსაც მაღაროს 5%-იანი წილი ექნება, რომელსაც შემდგომ ჭიათურის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

„ჩვენი პროტესტი 28 თებერვალს დაიწყო, მიუხედავად ამდენი დღის გასვლისა, არცერთი ოფიციალური განცხადება კომპანიისა თუ მთავრობის მხრიდან არ ყოფილა, ამიტომ თბილისში ჩამოსვლა გადავწყვიტეთ, რომ ახლოდან გვეთქვა მთავრობისთვის თუ რა პრობლემებია ჭიათურაში.

ჩვენი მოთხოვნებია, რომ 3 თვის სახელფასო დავალიანება და საკრედიტო პრობლემები მოგვიგვარდეს. ასევე მთავრობამ გადაიბაროს პასუხისმგებლობა და „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს ჭიათურა. ასევე შეიქმნას მუშათა კლასის წარმომადგენლობა, რომელიც ჩართული იქნება მაღაროში დაგეგმარებისა და მართვის ნაწილში.

10-15 წელი დასჭირდება ჭიათურაში რესურსის ამოწურვას, ამიტომ ჭიათურაში ალტერნატიული სამუშაოებია შესაქმნელი, ასევე გვინდა შევქმნათ ფონდი, რომელსაც 5%-იანი წილი ექნება, რომლითაც ეს ფონდი ჭიათურელი ახალგაზრდებისთვის უფასო სწავლას უზრუნველყოფს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტარიელ მიქაცაძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ